25 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტო რეალიზაციისთვის 5 პირი დააკავეს

აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტო რეალიზაციისთვის 5 პირი დააკავეს, პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი. ამოღებულია დიდი ოდენობით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტი, რომელსაც ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ.

გამოძიების ინფორმაციით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა უკანონო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარის მოგება ნახეს. 

გამოძიება გრძელდება, დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები