ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი ფოსტის შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც უფუნქციოდ არის დარჩენილი.
მეხანძრეებმა ცეცხლი დროულად ჩააქრეს, ამიტომ პირველ სართული არ დაზიანებულა. დაშავებულები არ არიან. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.