ჩინეთის დიდ ნაწილში უამინდობაა. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მომდევნო ორი დღის განმავლობაში განგაშის ლურჯი დონე გამოაცხადა.
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ 22 რეგიონში სეტყვა მოვიდა. ზოგიერთ რაიონში სეტყვა 5-7 წუთს გაგრძელდა. ძიანსის პროვინციაში სტიქიამ სათბურები გაანადგურა, ხეები მოგლიჯა და განათებები დააზიანა.