25 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ნაკრების ფეხბურთელების საკლუბო კარიერა - როგორია ახალი კუმირის, გიორგი ქოჩორაშვილის ცხოვრება ვალენსიაში

საბერძნეთთან ისტორიულ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა შეიტანა. 60 ათასამდე გულშემატკივარი სტადიონზე, და მილიონობით მაყურებელი ტელეეკრანთან ელოდა პენალტების გადამწყვეტ სერიას. როცა ამდენი ადამიანი შენს იმედზეა, ალბათ განსაკუთრებით რთულია, პირველობა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა - ეს გიორგი ქოჩორაშვილმა თავისი სურვილით გააკეთა. 120-წუთიანი, თავდაუზოგავი თამაშის შემდეგ, დაარტყა თერთმეტმეტრიანი და პირველი გოლიც გავიდა.

გიორგი ქოჩორაშვილი 24 წლისაა. ცხოვრობს ესპანეთში და საფეხბურთო კლუბ "ლევანტეში" თამაშობს, თანაც საკმაოდ წარმატებით. რამდენიმე თვის წინ, ქოჩორაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა ასეთი რამ: - "საქართველოში ფანების კუმირი მე არ ვარ. ასეთია ხვიჩა კვარაცხელია. ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ყველას ძალიან უყვარს. დღეს ნაკრების თითოეული წევრი, გულშემატკივრისთვის კუმირია, ვინაიდან ეს გამარჯვება თითოეული მათგანის დამსახურებაა.

როგორია გიორგი ქოჩორაშვილის საკლუბო ცხოვრება ვალენსიაში - კურიერი P.S-ის" რეპორტაჟი ესპანეთიდან.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

 

დღის ამბები