ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის ოპერაცია დილიდან განახლდა - 48 წლის დიტო გოგოლაძის, ძებნის ოპერაციას 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სპეციალური სამთო არჭურვილობით განაგრძობს.
რთული რელიეფის გამო შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკა ვერ შედის, თოვლის საფარის გაწმენდა კი მუშაობის დროს მაშველებს უწევთ, რომლებიც მიუვალ ადგილას ვერტმფრენით გადაჰყავთ.
შემთხვევა ბაკურიანში 3 დღის წინ მოხდა, ადგილობრივები ხუთი ბურანით შავი კლდის მიმართულებით მიდიოდნენ, ოთხმა თოვლის მასას თავი დააღწია, ერთი კი ამ დრომდე იძებნება.