25 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალ ნიშნულზეა - "საქსტატი" თებერვლის მაჩვენებელზე საუბრობს

ეკონომიკური ზრდის ტემპი ისევ მაღალ ნიშნულზეა. ”საქსტატის” დირექტორი თებერვლის მაჩვენებელზე საუბრობს. ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ მიმდინარე თვეში ეკონომიკა 9.5 მეათედი პროცენტია. დათვლილია იანვარ-თებერვლის სტატისტიკაც. ეკონომიკურმა ზრდამ ორ თვეში, 7.7 მეათედი პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის ზრდა რომ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაჩვენებლების შენარჩუნება, ქვეყნის საგარეო და ეკონომიკურ კურსს უფრო გააძლიერებს.

მიმდინარე თვეში დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა, წინა წელთან შედარებით თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა კი 6 ათასს აჭარბებს. როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, დადებითი ტენდენციები აჩვენებს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას არ კარგავს.

ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სამწლიან მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე აკეთებენ აქცენტს ექსპერტები. ამბობენ, რომ ამ და სხვა მიმართულებებს, სამუშაო ადგილების ზრდასა და სიღარიბის დონის შემცირებაზე, პოზიტიური გავლენა აქვს.

2023 წელს ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით, 7.5 მეათედი პროცენტი შეადგინა. ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს, საინვესტიციო აქტივობა, ექსპორტი და ტურიზმის მიმართულება წარმოადგენდა. სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ ეკონომიკის პოზიტიური ტემპის შესანარჩუნებლად ხელისუფლება მუშაობას განაგრძობს. ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებებიც ადასტურებს.

დღის ამბები