25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებაზე წარადგინეს უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში. 

მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც აღინიშნა, საგამოძიებო სამსახურის ძალისხმევის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხების ოდენობა, ბოლო 3 წლის განმავლობაში, სტაბილურად აღემატება 100 მილიონ ლარს. 

სამსახურის წარმატებული თანამშრომლები სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს და მადლობის სიგელები გადასცეს.

დღის ამბები