ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მაშველებმა თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები 48 წლის დიტო გოგოლაძეს ეძებდნენ.
გოგოლაძე, რომელიც სპორტსმენი იყო და ბურანის მართვის გამოცდილებაც ჰქონდა, მეგობრებთან ერთად, ბურანების ტურში იმყოფებოდა, რა დროსაც მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ახალგაზრდა კაცი მოიყოლა.
შემთხვევა, 28 მარტს, დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. 5-კაციანი ჯგუფიდან თოვლის მასას თავი 4-მა დააღწია.