ჩინეთში სავაჭრო ცენტრში იატაკი ჩაინგრა. შემთხვევა ჯიანსუს პროვინციის ქალაქ ჟენ-ციანში მოხდა. იატაკი შენობის მეორე სართულზე ჩაინგრა.
მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.