25 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
იმ მომენტში, როდესაც ენჯეოები ხელს ჰკიდებენ უცხოურ ფულს, აღარ არიან ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებლები და ქართველი პოლიტიკოსები - არიან უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლები - პაპუაშვილი

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ, გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთს ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ საქართველოს არ აქვს უფლება, ქვეყანა გარე გავლენებისგან დაიცვას.

"ის, რაც მისაღებია ამერიკაში, ევროპარლამენტსა და სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც უფლება გვაქვს, ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ და ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ. სამწუხაროდ, ზოგიერთს ასეთი დამოკიდებულება აქვს და მგონი, ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი კარგად იცის. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ როგორ გვატყუებდნენ შარშან, რომ თითქოს, ყველაფერი გამჭვირვალეა. დღეს ყველა გაჩუმდა და ვერავინ ამბობს, რომ აბსოლუტური გამჭვირვალეობაა - ვერც უცხოელი და ვერც ქართველი აქტორი. ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ აქვთ "ენჯეობი" და მერე ამართლებენ, რა პრობლემა არის, შორიახლოს "ენჯეოები" გვყავდესო. პრობლემა ისაა, რომ ისინი უცხოურ ფულს იღებენ.

იმ მომენტში, როდესაც ხელს ჰკიდებენ უცხოურ ფულს, ისინი აღარ არიან ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებლები და ქართველი პოლიტიკოსები - არიან უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები