25 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდის პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ არსებობს არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გამოცხადდეს ის სხდომათა დარბაზში.

"ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”, - განაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ.

დღის ამბები