იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის "სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემიის" პრეზენტაცია გაიმართა.
კურსის თეორიული ნაწილის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ალგორითმზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების მეშვეობით იურიდიული სერვისების მიწოდების შესახებ.
იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიც ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, წელს 17%-ს აფინანსებენ.
"სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემია წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებს შორის იმ უნარ-ჩვევების განვითარებასა და გაღრმავებაზე, რომლებიც მათ დაეხმარებათ სამართლის ტექნოლოგიების გამოყენებაში. თავის მხრივ სამართლის ტექნოლოგიები დღეს უკვე აქტუალურია როგორც სამართალშემოქმედებით, ისე სამართალწარმოების პროცესებში. ნორმის ციფრული ვიზუალიზაცია უფრო მეტ ეფექტიანს და მარტივს ხდის სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების მიღებასა თუ წარმოებაზე,“ - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.