ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 2 პირი დააკავა - მათ დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც, ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მითვისებული თანხა დაახლოებით 340 ათასი ლარია.
თბილისში განთავსებული "ქოლცენტრის" ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.
დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად.