25 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას მასპინძლობს. სასწავლო-სამუშაო შეხვედრას ორი ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარე ესწრებოდა. საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე იყო. სტუმრების დელეგაციის შემადგენლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის, პარლამენტისა და სხვა სახელმიწფო უწყებების წარმომადგენლები შედიან. ვიზიტის ინიციატორი ეუთოა.

"ამჯერად საქართველოში ვიმყოფებით იმ მიზეზით, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის რეფორმას. ბოსნია და ჰერცეგოვინას პირველად უწევს ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის პილოტირება. საქართველომ ელექტრონული ტექნოლოგიის პროექტის პილოტირება განახორციელა მანამ, სანამ იგი ფართო მასშტაბით გამოიყენა. ჩვენ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტრადიციული საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებისას, როგორი იყო ახალი ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი ეფექტები, რა უნდა გავითვალისწინოთ სიახლის დანერგვისას ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოვიპოვოთ ნდობა ამომრჩევლებში და ასე შემდეგ,“ - აცხადებს ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩი.

დღის ამბები