ბათუმში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლსა და "ბათუმი ცენტრალს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი ფილიალი, რომელიც ბათუმი ცენტრალში განთავსდება, ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს მიაწვდის.
შენობა მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.