25 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებმაც მართლაც სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე ისაუბრა და ისტორიული შედეგი ყველას მიულოცა:

"მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომელბმაც მართლაც სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში. ასევე სამწვრთნელო შტაბს, ვილი სანიოლის - ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით და ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს.

წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ საბოლოო ჯამში გუშინ მივაღწიეთ. ასევე მინდა ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს მივულოცო, მათ ათწლეულების მანძილზე შექმნეს ეს გამარჯვება. ასევე მინდა მივულოცო ნაკრების ყველა თაობის ფეხბურთელს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია, მათ მოიტანეს ეს გამარჯვება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები