25 ნოემბერი 2024,   16:14
ვრცლად
გილოცავ საქართველო! - ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს მოსახლეობას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

"საქართველომ პენალტების სერიაში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ, ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასის კვალიფიკაცია. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავ საქართველო!" - წერს ხავიერ კოლომინა.

საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

დღის ამბები