თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
"ყველას გილოცავთ, მიყვარხართ. წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვება, სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს - გვენახოს გამთლიანებული, ძლიერი საქართველო. ყველა გერმანიაში! გილოცავთ!“ - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივლისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.