25 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის პრემიერმა მისი მრჩევლების ვაშინგტონში ვიზიტი გააუქმა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ალ-შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე 170 ტერორისტი გაანეიტრალეს, დაკავებულია კიდევ ასობით ადამიანი; პალესტინის შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ჯარს ჰოსპიტლიდან ესვრიან.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც ასევე გულისხმობს მძევლების უპირობო გათავისუფლებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციას ვეტო არ დაადო.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი მრჩევლების ვაშინგტონში ვიზიტი გააუქმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას ზიანს აყენებს.

 

დღის ამბები