"ჩემი გზა" - ასე ჰქვია ომარ ჩხაიძის გამოფენას, რომელიც მხატვრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ომარ ჩხაიძის პერსონალურ გამოფენაზე, დამთვალიერებელი 60-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ ნამუშევრებს იხილავს.
მხატვარი მთელი შემოქმედებითი პროცესის განმავლობაში, თითქმის ყველა მიმდინარეობას თუ სტილს შეეხო, მათ შორის, ადრეულ წლებში ბიბლიურ ციკლზე მუშაობდა. ახლა ომარ ჩხაიძის ნამუშევრების მიმდინარეობა უსაგნო ფერწერაა.