25 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება - საქართველო მზადაა, დადებითი როლი შეასრულოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად - პრემიერი

გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების მხრივ, რომლებიც ჩვენი რეგიონის წინაშეა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თბილისი მზად არის ამ პროცესში დადებითი როლის შესრულებისთვის.

"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და, საბოლოო ჯამში, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება. საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები