25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე, თავისი სერიოზული დამოკიდებულებით, საკუთარ წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში - ნიკოლ ფაშინიანი

მიხარია, რომ პირველად მივესალმები სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალ პრემიერსა და მის დელეგაციას, - ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

"კიდევ ერთხელ მინდა პირისპირ მივულოცო ბატონ ირაკლი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ირაკლი, თავისი სერიოზული დამოკიდებულებით, საკუთარ წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში," - განაცხადა ფაშინიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთშია. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი ბრიფინგი, იქამდე სახელმწიფო ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოს პრემიერის დახვედრის ცერემონიაც. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში კი ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ერევნის მერი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

დღის ამბები