25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ცერემონია გაიმართა - დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
 
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.
 
დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღის ამბები