25 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
საქართველოს ნავსადგურებში გემების შემოსვლისა და გასვლის ფორმალობები მარტივდება - რას გულისხმობს "ერთი ფანჯრის" სისტემით მომსახურება, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ნავსადგურებში დაინერგება "ერთი ფანჯრის" სისტემით მომსახურება, გამარტივდება და გაციფროვნდება გემების შემოსვლისა და გასვლის ფორმალობები. გურამ გურამიშვილის თქმით, ეს საგრძნობლად დააჩქარებს, უფრო სანდოსა და დაცულს გახდის არსებულ პროცესებს.

"გაციფროვნებული სისტემა ნავსადგურებს საშუალებას მისცემს გაზარდონ მიღებული გემების და შესაბამისად ტვირთბრუნვის რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საზღვაო სექტორის მდგრადობას", - განმარტავენ უწყებაში. 

კომიტეტმა კანონპროექტი, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

დღის ამბები