"კროკუს სიტი ჰოლზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს - რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ბასმანის სასამართლოში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, 19 წლის მუჰამედ ფაიზოვი, დარბაზში ბორბლებიანი საკაცით შეიყვანეს.
სხდომის დიდი ნაწილი დახურული იყო. ოთხივე დაკავებული ბრალს აღიარებს. მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
შეიარაღებულ თავდასხმას საკონცერტო დარბაზში 22 მარტს 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 დაშავდა. ტერაქტიდან მალევე, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული. დანარჩენი ბრალდებულების შესახებ არაფერია ცნობილი.