25 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
"კიდევ ერთი პროვოკაცია იყო აეროპორტში, რომელიც სასაცილოდ არ მეყო" - გიორგი ვაშაძე აეროპორტში მომხდარ ფაქტზე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ევრონესტში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური განხილვის საგანია. 

შეგახსენებთ, ევრონესტში ჩაგდებული რეზოლუციის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულოპოციზიის წარმომადგენლებს აეროპორტში შეძახილებით დახვდნენ

ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელსაც აეროპორტის დატოვება პოლიციის თანხკებით მოუხდა, გიორგი ვაშაძე იყო. მისი განცხადებით, აეროპორტში განვითარებული მოვლენები სასაცილო პროვოკაცია იყო:

"კიდევ ერთი პროვოკაცია იყო აეროპორტში, რომელიც სასაცილოდ არ მეყო, რაზე ვისაუბროთ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგოდ. რეზოლუცია მხარდასაჭერად საერთოდ არ გამოსულა, ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათ რეზოლუციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ:

"რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, რომ გვქონოდა ხელს მოვაწერდით და მეტიც, 10 ხმასაც მოვაგროვებდით," - პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით ხაჯიშვილი.

დღის ამბები