საქართველო ფინალშია! ლუქსემბურგთან დაპირისპირება ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2:0 ნოლი მოიგო. მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა, იყო ბევრი საგოლე მომენტში, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ერთადერთი თამაშის მოგება აშორებს - გადამწყვეტი მატჩი 26 მარტს ისევ "დინამო არენაზე" გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.
2:0 და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. მატჩის გმირი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ლუქსემბურგის ნაკრებს ორივე გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაუტანა.
მატჩი საქართველოს სრული უპირატესობით დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდი პირველივე წუთებიდან, აშკარა უპირატესობას ფლობდა. ბუდუმ 41-ე წუთზე მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე გავიდა. ბუდუ ზივზივაძემ ლევან შენგელიას ბრწყინვალე გადაცემით ისარგებლა და ანგარიში დამაჯერებელი გახადა.
ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ "დინამო არენა" სრულად გაივსო. 51 000 ქომაგი, ფეხბურთელების თითოეულ მოქმედებაზე ემოციურად რეაგირებდა. მათთვის, ვინც მატჩის ბილეთის შეძენა ვერ შეძლო, თბილისის მერიის ორგანიზებით რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი მოეწყო, სადაც გულშემატკივრები ნაკრებს ერთად ქომაგობდნენ.
ეროვნული ნაკრების ისტორიული მატჩი საზეიმოდ გაიხსნა. მოედანზე UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოვიდა და საჩემპიონო ქამარი წარადგინა. ნაკრებმა თოფურიასთან ერთად გამარჯვებაც იზეიმა. საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთს 26 მარტს თბილისში დაუპირისპირდება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი