უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე განახორციელეს. დაიბომბა ორი დასახლება. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო.
იერიში განხორციელდა ხარკოვში, ოკუპანტების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. შედეგად, მოსახლეობის ნაწილს შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება. რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა ხანძარიც.
აფეთქებები დაფიქსირდა ზაპოროჟიეს ოლქში. დაიბომბა სუმის ოლქის 11 სასაზღვრო დასახლებაც.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ 880 მილიონ დოლარს მიიღებს.