25 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ" - პრემიერი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დაიცავენ და გაუფრთხილდებიან.

"ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს! ას წელზე მეტია, ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა. საზოგადოების ინფორმირების პროცესში თქვენი როლი განსაკუთრებულია. თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხს და წარმატებებს," - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები