25 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა - ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში, მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დარგვის აქცია გაიმართა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად, ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის "ჯადოსნური სამყარო" ბენეფიციარები შეუერთდნენ.

უწყების ცნობით, მოსწავლეებმა 30-მდე კვიპაროსისა და ფიჭვის სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ.

"მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ტყის მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის, ასევე, ქვეყნის განვითარებაში ტყის როლის შესახებ ეკოგაკვეთილიც ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებისგან მიიღეს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა,"- ნათქვამია "ეროვნული სატყეო სააგენტოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები