25 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას ავუხსნათ და კიდევ უფრო გაიზარდოს მომართვიანობა, რადგან აღარ მოხდეს ოჯახში ძალადობა - ვახტანგ გომელაური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის საათის დროს კითხვა ელექტრონულ სამაჯურებთან დაკავშირებით დაუსვა:

"პირველი მანიშნება იმისა, რომ თქვენ პრევენციაზე მუშაობთ, ეს არის ელექტრონული სამაჯურების გამოყენება, რომლის სტატისტიკაც 2020-21 წლებში 21 პირზე იქნა გამოყენებული, ხოლო 2023 წელს ეს სტატისტიკა გახუთმაგდა, რას აპირებთ გააკეთოთ ელექტრონული სამაჯურების პრაქტიკაში კიდევ მეტად გამოყენებისთვის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. 

ვახტანგ გომელაურმა კი, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის კუთხით მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს:

"მომართვიანობა გაიზარდა, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას ავუხსნათ და კიდევ უფრო გაიზარდოს მომართვიანობა, რადგან აღარ მოხდეს ოჯახში ძალადობა"-  აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები