გაერთიანებულმა სამეფომ ანკლავში სასურსათო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი შეგზავნა. საუბარია 2 000 ტონაზე მეტი მოცულობის ტვირთზე, რომელიც ღაზაში იორდანიის სახმელეთო დერეფნის გავლით შეიტანეს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, სასურსათო პაკეტით 275 000-ზე მეტი ადამიანის გამოკვებაა შესაძლებელი. საკვების თითოეული შეფუთვა 5-სულიან ოჯახზეა გათვლილი და ბოსტნეულის, ხორცის, თევზის კონსერვებსა და ტკბილეულს მოიცავს. თითოეული ამანათით, 5-სულიან ოჯახს, 15 დღე შეუძლია გამოკვება.