ქართველი ბორჯღალოსნების მიერ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას მსოფლიოს არაერთი სპორტული გამოცემა ეხმაურება.
“საქართველომ პორტუგალია 36-10 დაამარცხა და ფინალში რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი შეინარჩუნა. ეს ტიტული საქართველოსთვის მე-13 იყო ბოლო 14-დან. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს [რაგბი ევროპაზე] გამარჯვებების სერია ჩამოართვა, 2017 წელს რუმინეთი იყო“, - წერს გამოცემა Rugbyworld-ი.
საქართველო-პორტუგალიის შერკინებამ გულშემატკივრებს რაგბის მსოფლიო თასის დაძაბული მატჩი გაახსენა, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში გუნდებმა 80 წუთის შემდეგ 18-18 ქულა დააგროვეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის არასახარბიელო შედეგი იყო.
“საქართველომ პორტუგალია დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ამით შური იძია მსოფლიო ჩემპიონატის დროს პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის გამო“, - წერს Rugbyworld-ი.