25 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეალური მშპ 7.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის ახალი მონაცემები - გამოქვეყნდა 2023 წლის ეკონომიკის ინდიკატორები. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ეკონომიკურმა ზრდამ დოლარში 22% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კი 8210 დოლარია.

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 მილიარდ 246 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 7.5 პროცენტი შეადგინა.

დღის ამბები