ავლაბარში, სახლის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.