25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
"უკრაინის გადარჩენას საფრთხე ემუქრება" - ლოიდ ოსტინის თქმით, ვაშინგტონი უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს

უკრაინაში მორიგი მძიმე ღამე იყო. ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ქვეყნის არაერთ ოლქში ჩაირთო. დაბომბილია სუმის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქები. არის მსხვერპლი.

"უკრაინის გადარჩენას საფრთხე ემუქრება" - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ე.წ. რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლოიდ ოსტინმა მოკავშირეებს უკრაინის დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ "დეზინფორმაცია" უწოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის გუშინდელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პარიზი, სავარაუდოდ, ემზადება დაახლოებით ათასი ფრანგი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნისთვის.

"ეს არის რუსეთის მიერ მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი," - განაცხადეს უწყებაში.

ამავე დროს, მოსკოვი ტოკიოს ემუქრება, რომ კიევისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას შედეგები მოჰყვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატიური არხებით, გააფრთხილეს იაპონია იმ შედეგების შესახებ, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის შეერთებულ შტატებისთვის გადაცემას მოჰყვება, რომელიც, საბოლოოდ, შესაძლოა, უკრაინაში აღმოჩნდეს.

"ტოკიოს თანამონაწილეობა კიევის დანაშაულებრივ ქმედებებში მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობის ზრდას იწვევს", - წერს რუსეთის საგარეო უწყება.

დღის ამბები