25 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
შს მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის. ის სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, უპასუხებს დეპუტატთა შეკითხვებსაც. რეგლამენტით გათვალისწინებულია კანონმდებელთა პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლაც.

მწვავე კითხვებისთვის ემზადება ოპოზიცია, მათ შორის, იქნება შეკითხვები ნარკოდანაშაულსა და გაზრდილ მიგრაციაზე. უწყების სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას საპარლამენტო უმრავლესობა.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები