25 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი - ის წავა იქამდე, სადამდეც ამის საშუალებას მისცემენ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და მისი ამბიციები უახლოესი მეზობლების საზღვრებს სცილდება.

"პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი. მისი გეგმები ბევრად უფრო შორს მიდის და ის წავა იქამდე, სადამდეც ამის საშუალებას მისცემენ. ის არ ცნობს მრავალი სახელმწიფოს უფლებას, იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიც უნდა იყვნენ შეშფოთებულნი“, – აცხადებს დმიტრო კულება.

დღის ამბები