2024 წელს კახეთის რეგიონში 110 კილომეტრის გზის რეაბილიტაცია დასრულდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 12 პროექტს და ნაპირსამაგრ და სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციის 4 პროექტს ახორციელებს.
მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და დედოფლისწყაროს სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ მონაკვეთებს.