25 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ავიაკომპანია "რედ ვინგზს" რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს.

როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, ავიაკომპანიის მიმართ სანქციები არ არსებობს, მათი ხომალდები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან და თუ კომპანია მიმართვას გააკეთებს, მან შესაძლოა ნებართვა მიიღოს. მინისტრის თქმითვე, საქართველოში სანქცირებული ავიახაზები არ დაფრინავენ.

"არ ემყარებოდა ფაქტებს და ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჟურნალისტური ეთიკა იყო დარღვეული. წერილი სამინისტროში და სააგენტოში არ შემოსულა - ეს ერთი. მეორე ფაქტი, ასეც რომ იყოს და ცალმხრივად ვიღაცა ვიღაცას სწერდეს, რა შუაშია ეკონომიკის სამინისტრო ან ლევან დავითაშვილი, შესაბამისად, ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება, სიტუაციის დაძაბვა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ ამ ფრენებზე ჯერ არ გაგვიცია თანხმობა, იმიტომ, რომ ასეთი მომართვა არ შემოსულა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ. საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად, ყველა კომპანიას აქვს ძალიან მარტივი ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის საზოგადოებასთან. სამოქალაქო ავიაციის საზოგადოება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, სამინისტროს ჩარევის გარეშე. ეს არ არის პოლიტიკური თემა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები