25 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
რამდენიმე დღეში ნახავთ სინქრონში ალაპარაკებულ კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება - შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

"ქართული ოცნება" ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირას დააიინიცირებს. კანონპროექტის შინაარსი სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

უმრავლესობის წევრებმა დღეს ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, უშედეგოდ ელოდებიან ამ საკითხზე მათგან პოზიციის დაფიქსირებას. ოპოზიცია კი ისევ დუმს და ამბობს, რომ შეფასებებს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც კანონპროექტს გაეცნობა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საკითხთან დაკავშირებით ელოდება მითითებას და სწორედ ამ მითითების შემდეგ ალაპარაკდებიან.

"მოვუწოდეთ პარტიებს, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ვნახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში, დადგნენ სწორედ პროპაგანდის მხარეს. საერთო ჯამში, ამ შემთხვევაში, პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დადგომას. ვნახეთ ჩვენ რაც იყო ამის მიზეზი, ესეც გამოვლინდა შემდეგ ერთ-ერთი NGO-ს კორესპონდენციიდან, რომ როგორც ჩანს, ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებული არის ოპოზიციას, რამდენიმე NGO-სა და ზოგიერთ დონორს შორის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს, როგორც კი ელოდებიან მითითებები რა ხაზით უნდა შეუტიონ, ამ საკითხს ზუსტად ისევე მოიქცევიან. რამდენიმე დღეში ნახავთ სინქრონში ალაპარაკებულ კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები