25 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, NATO-ს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოს გუშინ ეწვია - მან შეხვედრა უკვე გამართა მთავრობის მეთაურთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ასევე, მან საქართველო NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად მოიხსენია.

გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთანაც - აუდიენცია ორბელიანების სასახლეში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შედგა. ზურაბიშვილი სტუმარს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იქ ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა.

იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება, NATO-ს გენერალური მდივანი აქედან სომხეთში გაემგზავრება.

დღის ამბები