25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება - მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ ომის ეკონომიკაზე - შარლ მიშელი

დროა, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია, სხვების იმედზე ვიყოთ, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ "რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე" და, საფრთხის დასაძლევად, ევროპას "უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალი სულისკვეთება" სჭირდება.

"რუსეთი სერიოზულ სამხედრო საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ კონტინენტსა და გლობალურ უსაფრთხოებას. თუ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისად, რათა შეაჩეროს რუსეთი, ჩვენ შემდეგი [სამიზნე] ვიქნებით. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ ომის ეკონომიკაზე. დროა, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია სხვების იმედზე ვიყოთ", - აცხადებს შარლ მიშელი.

დღის ამბები