25 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ - იენს სტოლტენბერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აფასებს საქართველოს და იმ წვლილს, რასაც საქართველო ნატოს მისიებში ახორციელებს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ თქვენი ნახვა. ვიყავი ბაქოში გუშინ, დღეს ჩამოვედი თბილისში. ეს პრინციპში ასახავს იმას, თუ რამდენად ვაფასებთ საქართველოს ნატო-ში და ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ და ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი პარტნიორებს შორის.

საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების გათხოვნა მოახდინოს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა", - განაცხადა საქართველოში მყოფმა ნატოს გერენალურმა მდივანმა. 

დღის ამბები