ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. კინოლოგებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.
არსებული ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება.
ცნობისთვის, სასწავლო დაწესებულებაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ადგილზე მალევე გამოცხადდნენ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ანალოგიური შინაარსის შეტყობინება შევიდა იგივე სკოლის ქუთაისის ფილიალშიც.