25 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზედიზედ მეშვიდე წარმატება - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 36:10.

პირველ ტაიმში ლელოს დადება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა, თუმცა ჩვენების უპირატესობა აშკარა იყო.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ლელო მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დადო, რასაც მალევე მეორეც მოჰყვა. საერთო ჯამში "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპა" მე-16 მოიგეს.

დღის ამბები