25 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
სტოლტენბერგის ვიზიტი არის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება - ირაკლი ბერაია

თბილისში დღეს იენს სტოლტენბერგს ელოდებიან. NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოდის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამი საათისთვის არის დაგეგმილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება.

საქართველოში ვიზიტისას NATO-ს გენმდივანი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტსაც. თბილისიდან იენს სტოლტენბერგი ერევანში გაფრინდება. მის ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ქართველი პოლიტიკოსები.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისადმი მმკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერაა.

"სტოლტენბერგის ვიზიტი არის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მისამართით, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატების აღიარება და ხაზგასმა ამ პროცესის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მზაობა, რაც, რა თქმა უნდა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს ფონზე, ასევე ვაშინგტონის მოახლოებული სამიტის წინ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ იქნება მკაფიო და პირდაპირი მის გზავნილებში", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები