შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
მეთიუ მილერი ამბობს, რომ ეს სპექტაკლი კიდევ უფრო ადასტურებს, რომ რუსეთი აშკარად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს:
"შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. გასაგებად რომ ვთქვათ: ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, ვინც კრემლის ყალბი არჩევნების დამკვირვებლად მუშაობს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.