ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი არასოდეს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ევროპას მშვიდობა სურს, ომისთვის უნდა მოემზადოს. მაკრონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, ევროპის სანდოობა ნულამდე დაიწევს.
"თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ევროპის სანდოობა ნულამდე დაიწევს. რუსეთს გამარჯვების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. დასავლეთმა არ უნდა არ გამოავლინოს სისუსტე რუსეთის მიმართ. გარდა ამისა, არ უნდა გამოირიცხოს დასავლეთის ძალების რუსეთში გაგზავნის შესაძლებლობა. ყველა ვარიანტი შესაძლებელია რომ განვიხილოთ," - აცხადებს ემანუელ მაკრონი.