25 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ლატვიამ, შესაძლოა, რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაცია დაიწყოს

ლატვიამ, შესაძლოა, რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაცია დაიწყოს. საუბარია 800 ადამიანზე, რომელსაც, ლატვიის საგარეო უწყების ცნობით, ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვს.

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვიურ ენაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა, იმისთვის, რომ მათ დროებითი ბინადრობის უფლება მაინც მოიპოვონ.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს განმარტავს, რომ ამ ადამიანებს არც გამოცდა ჩაუბარებიათ და სახელმწიფოსთვის არც ბინადრობის უფლება მოუთხოვიათ. რუსეთის ასობით მოქალაქის ბედი დაახლოებით ორ კვირაში გაირკვევა.

დღის ამბები